ჩვენ გვგონია, რომ როდესაც იტალიაში გვარ პერუცის ახსენებენ, ყველას უმალ თვალწინ იტალიის საფეხბურთო ნაკრების აწუკვე ლეგენდარული მეკარე, ანჯელო პერუცი წარმოუდგება. თუმცა, ამ ბოლო წლებში პერუცების გვარმა სახელი სხვა, უფრო გულის ამაჩქროლებელი კუთხითაც გაითქვა.
აპენინებზე უკანასკნელ პერიოდში ნამეტნავად პოპულარული შეიქმნა ახალგაზრდა მოდელი მარია პერუცი, რომელიც მისთვის ერთობ ბედნიერ და დიდებულ 2015 წელს აპენინელ ასულთა სანუკვარ კვარცხლბეკზე ავიდა და “მის იტალიის“ წოდებაც დამსახურებილად მოიპოვა.
მარია პერუცის ცნობადობა და პოპულარობა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება და ამაწლის იანვარში, მარია იტალიის ყველაზე პოპულარულ და გულმისავალ მოდელთა ათეულშიც დასახელდა, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა. ასეთ დროს აბა ვიღას გაახსენდება იტალიისთვის ხელებგადატყავებული ანჯელო პერუცი?!...