ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და იულიან ლოპეტეგს შორის თანამშრომლობა განახლდა. ახლი კონტრაქტის თანახმად ესპანელი სპეციალისტი “ფურია როხას” 2020 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ძველ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის მუნდიალის შემდეგ გასდიოდა, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ხელძმღვანელებმა იულიანს ნდობა გამოუცხადეს.
ლოპეტეგმა ესპანეთის ნაკრები ორი წლის წინ ჩაიბარა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უპრობლემოდ გაიყვანა.