ფეხბურთი

12:45 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ზაურ მახარაძე გამოიძახა

დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარე ზაურ მახარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. როგორც ჩანს, მახარაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ნაკრებში დებიუტი ექნება.

ზაურ მახარაძე ბალტაში დაიბადა და უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები. მამამისი კი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი გახლავთ.

25 წლის მეკარემ უკრაინის პრემიერლიგის აწ დასრულებულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა 33 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 1 ივნისს მალტას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ლუქსემბურგს ამხანაგურად გაეჯიბრება.

0.12376