ფეხბურთი

21:42 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი მუნდიალის მატარებელს ჩამორჩა: სამპაოლის 23 რჩეული

მაურო იკარდი მსოფლიოს ჩემპიონატის მატარებელს ჩამორჩა. ხორხე სამპაოლიმ ერთი კვირის წინ დასახელებული გაფართოებული შემადგენლობა შეამცირა და იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, რომლებიც "ალბისელესტეს" ღირსებას რუსეთში დაიცავენ.

მათ შორის, არაა მაურო იკარდი - მილანის "ინტერის" გოლეადორი. სამაგიეროდ, სამპაოლიმ განაცხადში შეიყვანა სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა.

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი, ინგლისი), ვილფრედო კაბალერო (ჩელსი, ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი)

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (სიტი, ინგლისი), ფედერიკო ფაციო (რომა, იტალია), მარკოს როხო (მანჩესტერი, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), კრისტიან ანსალდი (ტორინო, იტალია)

ნახევარმცველები: მანუელ ლანზინი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ხავიერ მასკერანო (ჰებეი, ჩინეთი), მაქსიმილიანო მეზა (ინდეპენდიენტე), ლუკას ბილია (მილანი, იტალია), ევერ ბანეგა (სევილია, ესპანეთი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ, საფრანგეთი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო აგუერო (სიტი, ინგლისი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი, იტალია)

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას, ისლანდიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება.

0.119652