ევროპაში 2017-2018 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა. მხოლოდ მთავარი, ჩემპიონთა ლიგის ფინალია დარჩენილი. მერე კი, საქმე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდგება.
საინტერესოა, როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი... 32 მონაწილე გუნდიდან 26 ვინაობა უკვე ცნობილია. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი-ოფი მხოლოდ 6 გუნდის ვინაობას გაარკვევს და ჩემპიონთა ლიგა შემოდგომიდან თავიდან დაიწყება.
უკვე კვალიფიცირებული გუნდები:
ესპანეთი – “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “რეალი”, “ვალენსია”
გერმანია – “ბაიერნი”, “შალკე”, “ჰოფენჰაიმი”, “დორტმუნდი”
ინგლისი – “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”
იტალია – “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “რომა”, “ინტერი”
საფრანგეთი – “პარი სენ ჟერმენი”, “მონაკო”, “ლიონი”
რუსეთი – “ლოკომოტივი”, ცსკა
პორტუგალია – “პორტუ”
უკრაინა – “შახტარი”
ბელგია – “ბრიუგე”
თურქეთი – “გალათასარაი”
ჩეხეთი – “პლზენი”
დღეისთვის ცნობილი ვითარება კალათების მიხედვით:
I კალათა: “ბარსელონა”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “ლოკომოტივი”, პსჟ, “ატლეტიკო” (ევროპა ლიგის ჩემპიონი), “რეალი”/”ლივერპული” (ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
II კალათა: “რეალი” (თუ ფინალს წააგებს), “დორტმუნდი”, “პორტუ”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “შახტარი”, “ნაპოლი”
II და III კალათას შორის: “ლივერპული” (თუ ფინალს წააგებს), “ტოტენჰემი”, “რომა”
III კალათა: “შალკე”, “ლიონი”, “მონაკო”, ცსკა
III და IV კალათას შორის: “ვალენსია”, “პლზენი”, “ბრიუგე”, “გალათასარაი”
IV კალათა: “ჰოფენჰაიმი”, “ინტერი”