ფეხბურთი

12:30 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძე "კორონას" ფეხბურთელია

თბილისის “ლოკომოტივის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვატო არველაძე კარიერას პოლონეთის “კორონაში” გააგრძელებს. როგორც პოლონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქართველ ფორვარდთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამრიგად, არველაძე “კორონაში” მეორე ჩვენებური იქნება ნიკა კაჭარავას შემდეგ.

ვატო არველაძემ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში “ლოკომოტივის” რიგებში 35 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

0.117524