ჭიდაობა

10:59 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი ბერძენ-რომაელების 5 მედალი ევროხალიჩიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა. ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველები ფინალში გავიდნენ. სამმა გადამწყვეტი ბრძოლაც მოიგო – ევროპის ჩემპიონები გახდნენ: დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ), გიორგი თოხაძე (51 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ). გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ვერცხლს დასჯერდა. მათე გოქაძემ (110 კგ) კი ევროპირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში სულ ათი სპორტსმენი ჩაება. თორნიკე სოლომონიძე (45 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (55 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და ცოტნე ცინცაძე (92 კგ) შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. ხვიჩა ანანიძე (65 კგ) კი ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა, შემდეგ რეპეშაჟის ნახევარფინალიც იჭიდავა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11425