ფეხბურთი

10:27 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: სკანდინავიური სილაღე
დანიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 24 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A და B ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე C ჯგუფის მონაწილეებს გაგაცნობთ. მათ შორის, პირველი დანიის ნაკრებია.

მონაწილეობა – 5

დანიის ნაკრებისთვის კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მხოლოდ მეხუთე იქნება. სკანდინავიელები დიდხანს ელოდნენ პლანეტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპს. და ეს დრო 1986 წელს დადგა. მექსიკაში ზეპ პიოტნეკის დამოძღვრილი გუნდი ჩინებული და ლაღი ფეხბურთით გამოირჩა. ამას არავინ ელოდა და დანიამ საკმაოდ რთული ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით განვლო. შემდეგ იყო ორი ჩავარდნა და დაბრუნდება საფრანგეთში 1998 წელს, რასაც 2002 და 2010 წელი მოჰყვა.

1986 წელზე უფრო ვრცლად უნდა ვთქვათ – დანიამ ჯგუფში შოტლანდია ელკიაერს ლარსენის გოლი დაამარცხა, რასაც ამაყი ურუგვაის გაცამტვერება მოჰყვა – 6:1. ელკიაერ ლარსენი ისევ დიდებული იყო და ჰეთ-თრიქი შეასრლა. გაიატნეს ლერბიმ, ლაუდრუპმა და ოლსენმა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი კი ფავორტი დასავლეთ გერმანიასთან ხმაურიანი გამოსვლით დაასრულა – 2:0. ამჯერად ოლსენმა ერიქსენმა შეაგდეს. მერე იყო მერვედფინალი, სადაც დანიამ პირველმა გაუტანა ესპანეთს, მაგრამ შემდეგ გუნდის თამაში მოიშალა და პირინელებმა 5:1 გაანადგურეს მეტოქე. ასე დასრულდა პირველი სკანდივაიური თავგადასავალი მუდიალზე. თუმცა, ცალსახაა ეს იყო დანიის ნაკრების ლამაზი და ლაღი ფეხბურთი.

დანია მერვედფინალში გავიდა 2002 წელსაც. მორტენ ოლსენის გუნდმა ჯგუფში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და 7 ქულით იპირველა. ჯერ ურუგვაი დაამარცხა (2:1), მერე სენეგალთან ფრეს დასჯერდა (1:1), ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს დენის რომედალისა და იონ დალ ტომასონის გოლებით აჯობა, თავად პლეი-ოფში გავიდა, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის მაშინ მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ჯგუფში ჩატოვა. თუმცა, დანიელთა სამწუხაროდ ეს მაქსიმუმი გამოდგა. 1/8 ფინალში ოლსენის ბიჭებმა ინგლისის ნაკრებს სათანადო კონკურენცია ვერ გაუწიეს და 0:3 დამარცხდნენ.

აი, ბოლო გამოსვლა კი დანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. 2010 წელს, მორტენ ოლსენის დამოძღვრილი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ვერ გასცდა. ჰოლანდიასთან (0:2) მარცხის შემდეგ დანიამ კამერუნი კი დაამარცხა (2:1), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ იაპონიასთან ვერაფერს გახდა (1:3).

საუკეთესო შედეგი – მეოთხედფინალი (1998)

დანიელებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მათთვის მეორე მუნდიალზე მერვედფინალს უწიეს – მეოთხედფინალს. 1998 წელს, ჯგუფში საუდის არაბეთთან (1:0), სამხრეთ აფრიკასთან (1:1) და მასპინძელ საფრანგეთთან (1:2) ოთხი ქულა მოიხვეჭეს და მერვედფინალში სკანდინავიელებმა ნიგერიის ნაკრები ადვილად დაამარცხეს (4:1) და მეოთხედფინალში თვით ბრაზილიის ნაკრებზე გაიწიეს. 3 ივლისს, ნანტში მძიმე 90 წუთი ელოდებოდა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. იორგენსენმა უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში. მერე ბებეტომ და რივალდომ შეაგდეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაიან ლაუდრუპმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი დანიელთა კარში რივალდომ გაიტანა. ასე დასრულდა დანიელთა ჩინებული სვლა მეოთხედფინალში.

გზა რუსეთამდე

დანიის ნაკრების რუსეთამდე პლეი-ოფის გზით მივიდა. შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე დანიამ 20 ქულა დააგროვა (6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება) და მონტენეგროს 4 ქულით აჯობა, მაგრამ პოლონეთს 5 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში მოუწევდა ოფლის დაღვრა.

იქ, სკანდინავიელებს ირლანდიის ნაკრები ელოდათ. 11 ნოემბერს, კოპენჰაგენში გოლი არ გასულა და თითქოს დანია ასე უფრო დასცილდა მიზანსა და ოცნებას. მაგრამ, სამიოდ დღეში, დუბლში კრისტიან ერიკსენი უბრალოდ შეუდარებელი და შეუჩერებელი გახლდათ. “ტოტენჰემის” ლიდერმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, რასაც კრისტენსენისა და ბენტნერის გოლებიც მოჰყვა. არადა, მე-6 წუთზე აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა და კერძოდ, დაფმა გახსნა. საბოლოოდ, 5:1 და დანია მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა!

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, სარანსკი. პერუ – დანია

8 წლიანი მოლოდინი დანიელთათვის 16 ივნისს დასრულდება და მსოფლიოს ჩემპიონატს პერუს ნაკრებთან მატჩი დაუბრუნდება. სწორედ ამ შეხვედრაში გადაიკვეთა ამ ორი გუნდი გზა პირველად.

21 ივნისი, 2018, სამარა. დანია – ავსტრალია

მეორე შეხვედრაში სკანდინავიელები ავსტრალიის ნაკრებთან ჩაატარებენ და 21 ივნისს, სამარაში მოხდება. ოფიციალურ დონეზე ეს მათი პირველი თამაში იქნება, მაგრამ ისტორიას სამი ამხანაგური თამაში მაინც ახსოვს. 2007 წლის 6 თებერვალს, დანიამ 3:1 მოიგო, ხოლო 2010 წლის 1 ივნისს, უკვე “კენგურუები” აღმოჩნდნენ უფრო ძლიერნი – 1:0. ბოლო დაპირისპირება კი 2012 წლის 2 ივნისით თარიღდება. “პარკენზე” დანიამ დანიელ აგერისა და ბიელანდის გოლებით 2:0 მოიგო. მოკლედ, დანია ავსტრალიასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს: 2 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება, 5:2 ბურთების ბალანსი.

26 ივნისი, 2018, მოსკოვი. დანია – საფრანგეთი

დანიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ძლიერი და ნაცნობი მეტოქე მესამე ტურში, 26 ივნისს ელოდება – საფრანგეთი. “მამლებისა” და სკანდინავიელების ისტორია 13 მატჩს იტევს და უპირატესობა ფრანგთან მხარესაა: 8 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

პირველად ეს 1973 წლის 21 ნოემბერს მოხდა, როდესაც სპარინგში საფრანგეთმა 3:0 მოიგო. შემდეგ ორი სპარინგი იყო და პირველი ოფიციალური შეხვედრა 184 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა. 12 ივნისს, პარიზში, მიშელ პლატინიმ გაიტანა ერთადერთი გოლი. 1992 წელს, ისევ ევროფორუმზ გადაიკვეთა მათი გზები და ამჯერად დანიამ, რომელიც ამავე პირველობის ჩემპიონი გახდა, იმარჯვა – 2:1. 17 ივნისს, მალმეში (ჯგუფურ ეტაპზე) ანგარიში ლარსენმა გახსნა და ჟან-პიერ პაპინმა გაათანაბრა, მაგრამ 78-ე წუთზე დანიამ ელსტრუპის გოლით მოიგო, ჯგუფიდან გავიდა და მოგვიანებით თასიც აღმართა. საფრანგეთი კი ამმარცხით ჯგუფში ჩარჩა. 1996 წელს სპარინგი დანიამ მოიგო (1:0), ხოლო 1998 წელს უკვე ჯერი ისევ ოფიციალურ მატჩზე მიდგა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 24 ივნისს, ლიონში იური ჯორკაეფის პენალტი ასევე პენალტით მიქაელ ლაუდრუპმა გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში ემანუელ პეტიმ 3 ქულა “მამლებს” მოუტანა.

2000 წელს, გუნდები უკვე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთურთს. 11 ივნისს, ბრიუგეში გუნდებმა ევრო 2000 სწორედ ამ მატჩით გახსენს. როჟე ლემერის გუნდი მორტენ ოლსენის ბიჭებზე იმ დღეს ერთი თავით მაღლა იდგნენ – 30. გოლები ლორან ბლანმა, ტიერი ანრიმ და სილვენ ვილტორმა მიითვალეს.

2002 წლის 11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართული მატჩი კი ჯერჯერობით ამ გუნდებს შორის ბოლო ოფიციალური მატჩია. დანიამ ინჩხონში რევანში აიღო “მამლებზე”. პირველ ტაიმში დენის რომედალმა, ხოლო მეორე ნახევარში იონ დალ ტომასონმა შეაგდეს. დანიამ ჯგუფში იპირველა, ხოლო საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩა.

აქედან მოყოლებული გუნდები კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამჯერვე ამხანაგურად და სამივე თამაში ფრანგებმა მოიგეს. 2006 წლის 31 მაისს, “პარკ დე პრენსზე” (2:0). იგივე ანგარიში მოიგეს “მამლებმა” 2015 წლის 29 მარტს (გოლები: ლაკაზეტი და ჟირუ), ხოლო იმავე წლის 11 ოქტომბერს, დანიამ გოლის გატანა შეძლო და 1:2 წააგო (ჟირუს დუბლი და სვიატჩენკოს გოლი).

კონტიგენტი

დანიის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და დაბალანსებულიცაა. გუნდის ბირთვის შეადგნენ, როგორც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, ისე ლეგიონერები – იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.

გუნდის უდაო ლიდერი კრისტიან ერიკსენია, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ. იქამდე სხვები ვახსენოთ. მაგალითად, სიმო კიაერი, რომელიც 76 კეპით იწონებს თავს, დაცვის ხაზის ლიდერად მიიჩნევა და კაპიტანია. საინტერესო ფიგურაა ახალგაზრდა ანდრეას კრისტენსენი, რომელიც ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს. იანიკ ვესტერგაარდი კი, “გლადბახის” ძირითადი შემადგენლობის წევრია. დანიელებს პრობლემა არც მეკარის პოზიციაზე აქვთ. მთლად მამის დონეს ვერ მიაღწია კასპერ შმეიხელმა, მაგრამ ურიგო კიპერი სულაც არ გახლავთ დ ამისი საიმედოობის სკანდინავიელებს ნამდვილად უნდა სჯეროდეთ.

ნახევარდაცვაში ერიკსენის ლიდერობით უნდა გამოვყოთ პიონე სისტი, დანიელ ვასი, მიკაელ კრონ-დელი, ვილიამ კვისტი (ვიცე-კაპიტანი). ტომას დელანიც საინტერესო ფეხბურთელია ბრემენის “ვერდერიდან”. არაფერი დაეწუნება ლასე შონეს “აიაქსიდან”. რაც შეეხება შეტევას – კასპერ დოლბერგს ისეთი რიხიანი სეზონი არ ჰქონია, როგორც შარშან, მაგრამ ნიჭიერი ფორვარდია. აქვეა იუსუფ პოულსენი, რომელიც “ლაიფციგში” ირჯება, კენეტ ზოჰორე “კარდიფ სიტიდან” და ანდრეას კორნელიუსი “ატალანტადან”. და არ დაგვავიწყდეს, ნიკლას ბენტნერი. მის ანგარიშზე 81 მატჩში 30 გოლია დანიის ნაკრების მაისურით და მისი გამოცდილება წესით დანიას ძალზე უნდა წაადგეს.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

დანიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ცალსახად კრისტიან ერისკენია. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ბობოლა გუნდების რიგები უდგას. ერიკსენს დანიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ეს მარტში ავსტრიის ნაკრებთან სპარინგში მოხდა. მორტენ ოლსენმა ერიკსენი სამხრეთ აფრიკაშიც იახლა და 2010 წლის მუნდიალზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ. კრისტიანმა მუნდიალზე ორ მატჩში ითამაშა, ჰოლანდიასთან და იაპონიასთან, თუმცა დანია ჯგუფში ჩარჩა.

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპი დანიამ წარმატებით რომ ჩაატარა, ეს დიდწილად ერიკსენის დამსახურებაა. პლეი-ოფში ირლანდიასთან ჰეთ-თრიქი უკვე ვახსენეთ კიდეც, მაგრამ ჯამში 12 მატჩში 11-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. მთლიანობაში 26 წლის ნახევარმცველის აქტივში დანიის ნაკრების მაისურით 77 თამაში და 21 გოლია. 2010 წლის მუნდიალის გარდა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – 2013 წლამდე “აიაქსის” რიგებში ირჯებოდა და ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტადაც სამართლიანად მიიჩნეოდა. 2013 წლის ზაფხულში კი “ტოტენჰემმა” 12 მილიონ ევროდ შეიძინა. “დეზების” ლიდერად ჩამოყალიბება ერიკსენს არ გასჭირვებია. გასულ სეზონში დანიელმა პრემიერლიგაში 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში და 2 გოლი დაუმატა.

მწვრთნელი

დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე აგე ჰარეიდემ მიიყვანა. 64 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი, რომელმაც დანია 2016 წელს ჩაიბარა და პირველივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ვერ ვიტყვით, რომ ჰარეიდეს საოცარი სამწვრთნელო კარიერას აქვს. ძირითადად თავის კონტინენტზე მუშაობით დაიკვეხნის.

სხვადასხვა დროს, “მიოლდეს”, “ბრონდბიუს”, “ჰელსინბორგს”, “როსებროგს”, “მალმესა” და ნორვეგიის ნაკრებს წვრთნიდა. “მალმე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა 2014-2015 წლების სეზონში.

მოგებული აქვს დანიის (2002 წელს), ნორვეგიის (2003), შვედეთის (1999, 2014) ჩემპიონტები. ამასთან ნორვეგიისა და შვედეთის თასები. რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას – “მიოლდეში” 6 წელი ითამაშა, შემდეგ კი ინგლისში გადაინაცვლა. ჯერ “მანჩესტერ სიტის” დაცვის ხაზს ამაგრებდა (1981-1982), ხოლო მერე “ნორვიჩ სიტის” (1982-1984). ნორვეგიის ნაკრების ღირსება კი 1976-1986 წლებში 50-ჯერ დაიცვა და 5 გოლი გაიტანა.

დანია – ტიტულები

ევროპის ჩემპიონი (1): 1992

კონფედერაციათა თასი (1): 1995

0.119266