ფეხბურთი

20:57 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ ბალოტელი ნაკრებში დააბრუნა

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ამხანაგური შეხვედრებისთვის გაფართოებული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "სკუადრა აძურას" რიგებს დაუბრუნდებიან დომენიკო კრიშიტო და მარიო ბალოტელი. ეს უკანასკნელი ნაკრებში 2014 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

იტალია საუდის არაბეთს 28 მაისს შვეიცარიაში დაუპირისპირდება, პირველ მაისს საფრანგეთს ნიცაში შეხვდება, ხოლო 4 ივნისს ჰოლანდიას ტურინში უმასპინძლებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მანჩინის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი"), მატია პერინი ("ჯენოა"), სალვატორე სირიგუ ("ტორინო");

მცველები: ლეონარდო ბონუჩი, ალესიო რომანიოლი (ორივე "მილანი"), მატია კალდარა ("ატალანტა"), დომენიკო კრიშიტო ("ზენიტი""ჯენოა"), დანილო დ`ამბროზიო ("ინტერი"), მატია დე შილიო, დანიელე რუგანი (ორივე "იუვენტუსი"), ემერსონი, დავიდე ძაპაკოსტა (ორივე "ჩელსი", ინგლისი);

ნახევარმცველები: დანიელე ბაზელი ("ტორინო"), ჯაკომო ბონავენტურა ("მილანი"), ბრიან კრისტანტე ("ატალანტა"), ალესანდრო ფლორენცი, ლორენცო პელეგრინი (ორივე "რომა"), ჟორჟინიო ("ნაპოლი"), როლანდო მანდაგორა ("კროტონე"), კლაუდიო მარკიზიო ("იუვენტუსი");

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი ("ნიცა", საფრანგეთი), ანდრეა ბელოტი ("ტორინო"), დომენიკო ბერარდი, მატეო პოლიტანო (ორივე "სასუოლო"), ფედერიკო ბერნარდესკი ("იუვენტუსი"), ფედერიკო კიეზა ("ფიორენტინა"), ჩირო იმობილე ("ლაციო"), ლორენცო ინსინიე ("ნაპოლი"), სიმონე ვერდი ("ბოლონია"), სიმონე ძაძა ("ვალენსია", ესპანეთი);

0.108282