დასრულდა. დასრულდა ცრემლით, ბევრი ემოციითა და აპლოდისმენტით - ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის "იუვენტუსს" დაემშვიდობა. "ვერონასთან" "იუვემ" სკუდეტოს მოპოვება აღნიშნა, მაგრამ მთავარი აქცენტი მაიცნ სხვა ფაქტზე გაკეთდა:
62-ე წუთზე ჯანლუიჯი ბუფონი მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალა. რაც ტურინში ხდებოდა, ამის სიტყვით, ფურცელზე გადმოცემა ძალიან, ძალიან რთულია. ბუფონმა სტადიონს წრე დაარტყა და ქომაგებისგან საჩუქრები მიიღო.
17 წელი, 656 მატჩი, 6 111 დღე - ჯიჯი ბუფონი და "იუვენტუსი" სინონიმები აღარ არიან...