ფეხბურთი

11:54 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები: სამპაოლისთვის მაურო იკარდი თამაშგარეშია

რამდენიმე დღის წინ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 35 ფეხბურთელი გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში. თუმცა ყველამ იცის, რომ მათგან 12 მოთამაშე რუსეთში ვერ გაემგზავრება.

ვრცელ ნუსხაშია მაურო იკარდიც, რომლის ირგვლივ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობით კი, მიუხედავად იმისა, რომ სამპაოლიმ მას უხმო, მუნდიალის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდება.

სამპაოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ფორვარდის წაყვანას გეგმავს და მათ შორის იკარდის ადგილი ვერ მოიძებნება – გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო. ეს სამპაოლის არჩევანია.

აი, რაც შეეხება პაულო დიბალას, ფეხბურთელს, რომლის ირგვლივაც ბევრი კითხივს ნიშანი იყო, 23-კაციან განაცხადში “იუვენტუსის” შემტევისთვის ადგილი გამოყოფილია.

სამპაოლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ დრო აქვს. ბოლო ვადა, როდესაც გუნდებმა 23-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელონ 4 ივნისია.

0.137341