ფეხბურთი

1:04 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის გოლი და საგოლე პასი კიევის "დინამოსთან" საჩემპიონო მატჩში (+VIDEO)

გიორგი არაბიძე უკრაინის 21 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია. “შახტარი” ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ კიევის “დინამოს” დაუპირისპირდა და ჩემპიონობისთვის ფრეც აძლევდა ხელს.

კიეველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ “დონბასელებმა” სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენებურმა გიორგი არაბიძემ. ქართველმა შემტევმა 45-ე წუთზე პენალტით ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 66-ე წუთზე საგუტკინმა გიორგის გადაცემის შემდეგ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

შესაბამისად, “შახტარმა” სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

0.114391