დანიის სუპერლიგის პლეი-ოფში, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დამრჩენ გუნდებს გაარკვევს, საბა ლობჟანიძე ისევ შედეგიანად თამაშობს. “რანდერსმა” პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში სტუმრად “ლიუნგბიუ” 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა.
საბამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ეს მისთვის მე-13 გოლი გამოდგა (9 რეგურალურ სეზონში, 3 პლეი-ოფში, 1 დანიის თასზე).
იქვე, დანიაში, დავით სხირტლაძის “სილკებორგი” სტუმრად “ჰელსინგორს” დაუზავდა (1:1). ქართველი შემტევი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. პლეი-ოფის საპასუხო მატჩები 21 მაისს გაიმართება და ქართველების ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს.