ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა "პორტუსთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონის დასრულებამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იკერი "დრაკონების" რიგებს 2015 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. აწ უკვე განვლილ სეზონში კასილიასმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 19 გოლი და 18 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.