ფეხბურთი

17:27 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სამი ფეხბურთელი უკვე დაიმატა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორი კვირა დარჩა, მაგრამ მილანის “ინტერს” ეს არ აბრკოლებს. “ნერაძურიმ” დამდეგი სეზონისთვის გაძლიერებას უკვე შეუდგა და სამი ფეხბურთელი დაიმატა.

არგენტინულმა “რასინგმა” დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 წლის ფორვარდი ლაუტარო მარტინესი მილანში ჩავა და 24 მაისს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.

გარდა ამისა, იტალიური მედიის ინფორმაციით. გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველმა კვადვო ასამოამ, რომელიც “ინტერს” 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე გადაწყვეტილია, რომ “ინტერნაციონალეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდება – სტეფან დე ვრეი “ლაციოდან”.

0.12189