ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იტალიურ ფეხბურთში ტურინის “იუვენტუსის” ჰეგემონიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “იუვე” მომავალ სეზონშიც ჩემპიონი გახდება.
გარდა ამისა, კაპელომ 2006 წელს, “ოქროს ბურთის” შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელიც ფაბიო კანავარომ მოიგო.
“ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ “იუვენტუსის” ერა არ დასრულებულა. “ბებერი ქალბატონი” სხვა იტალიურ გუნდებთან შედარებით ყველა ასპექტში მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ტურინელები ზედიზედ მერვე სკუდეტოსაც მოიგებენ.
ბუფონი? – ცალსახად, ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ბედნიერი ვარ, რომ 2006 წელს “ოქროს ბურთი” კანავარომ მოიგო, მაგრამ ამ პრიზს ჯიჯიც იმსახურებდა, ორივე თანაბრად. ჩემი აზრით, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად მონეტა უნდა აეგდოთ... მქონდა საშუალება, დინო ძოფის გვერდით მეთამაშა და ბუფონის მწვრთნელი ვყოფილიყავი. ამაზე მეტს ღმერთს ვერაფერს ვთხოვდი”, - განუცხადა კაპელომ Corriere Dello Sport-ს.
კაპელო ძოფთან ერთად "იუვენტუსსა" (1972-1976) და იტალიის ნაკრებში (1972-1978) თამაშობდა, ხოლო ბუფონს "იუვენტუსში" 2004-2006 წლებში ავარჯიშებდა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2006 წელს "ოქროს ბურთი" ფაბიო კანავარომ მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე ჯანლუიჯი ბუფონი გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯიჯი რა ძალიან მაგარი ხარ, მარტო ზიდანის თაურის სეივი ღირდა მაგ ფინალში
ამ ოქროს ბურთით კანავარო ნესტა მალდინის დონეზე მაინც ვერ ავიდა ჩემი აზრით
და არანაირი ლოგიკით არუნდა მიეცათ კანავაროსთვის ეს ჯილდო ჯიჯის რო მოეგო და ღირსიც იყო რო მოეგო მსოფლიოზე საოცრებები გააკეთა ტიპმა და იმ სეზონშიც მაგრად იდგა ძაან ანუ მორჩებოდა ყველაფერზე ბაზარი მარა ისედაც მორჩენილია ჯიჯის დონე არასდროს არავინ ყოფილა და არც იქნება
ანუ სწორად რო ვთქვათ და გაიაზროთ თქვენ ვინც არ ეთანხმებით კონკურენტი ყავდა კანავარო და აუცილებლად ჯიჯის უნდა აეღო იმეია სწორად გამიგეთ
არ მწყდება გული არანაირად ეხლანდელიდან იმიტო რო ჯიჯი ფეხბურთში უდიდესი პერსონაა მე ვთვლი რო ნომერ პირველ იტალიელია ყველა გაგებით ლიგაც და ეგ ოქროს ბურთიც მკიდია თვითონ არი ჯიჯი ფეხბურთი ხო ისე ნუ ადარებტ ამ სოფლელ ვანდერსაარებს და კასილასებს ძალიან ტეხავს ჩეხს მითუმეტეს 
ბიჭო სიმულაცია იყო თუ რაც იყო მატერაციმ აიკიდა და იძახეთ ეხლა იყო თუ არ იყო
სულ დავიბენი
) ხო, ახლა უკეთესი ხარისხის ვიდეო ვნახე და მართლა სიმულაცია იყო DDDD თუმცა, სახიფათო თამაშსაც გავდა...
ფინალში პენალტი რაც მალუდამ აიკიდა, იყო სიმულაციით და მსაჯის დაბოლებით აკიდებული.
რეალობა რეალობაა.
რას უყურეთ თქვენ?საერტოდ არ ეხება არც კანავარო და არც მატერაცი მალუდას კარგად დააკვირდით მოგონილი აბსურდული პენალტი იყო
ეს რაღაცეებს მიაც-მოაცობს, მარა მეც ბუფონს მივცემდი მაგ წელს, ოქროს ბურთს: ნონსენსია, რომ იმ მცველს გადაეცა ოქროს ბურთი, რომელმაც ფინალში პენალტი აიკიდა და ბეწვზე გადარჩნენ წაგებას მაგის გამო...
კი ძმა იქნებოდა ნონსესი მატერაცისთვის რომ მიეცათ ოქროს ბურთი
უი, შემშილია
ახლა ვნახე განმეორებით ეგ ეპიზოდი: ორივე მონაწილეობდა მომენტში და რატომღაც ყოველთვის მეგონა რომ კანავაროზე მისცეს ჯარიმა, არადა მატერაცის რა მოუჩეხია ბიჯოს DDDD
ალბათ, იმიტომ დამამახსოვრდა ასე, რომ თავიდან, კანავაროს გაექცა მალუდა...