ფეხბურთი

13:26 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია

პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“სიტიმ” პრემიერლიგა მოიგო. გუნდმა სეზონი 32 მოგებით და 4 ფრით და 2 წაგებით დაასრულა. 100 ქულა დააგროვა და მეორეადგილსოან “მანჩესტერ იუნაიტედს” 19 ქულით გაასწრო. “სიტიმ” ყველაზე მეტი 106 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა 27 გოლი გაუშვა.

გვარდიოლამ აღნიშნული ტიტული პირველად მოიპოვა. რეკორდსმენი კი სერ ალექს ფერგიუსონი გახლავთ, რომელიც პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელის წოდება 11-ჯერ მიიღო.

0.119178