ლეგენდარული დიეგო მარადონა ბრესტის “დინამოში”. ეს ხუმრობა არაა, ნამდვილი ამბავია. როგორც ბელარუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“დიეგო არმანდო მარადონა დინამო ბრესტის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენდია. კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. მარადონა ასევე იზრუნებს კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე. ითანამშრომლებს ყველა სტრუქტურასთან, მაში შორის ბავშვთა აკადემიასთან. დიეგო თავის ფუნქციებს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეასრულებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
საინტერესოა, რომ მარადონას პრეზენტაცია არა ბრესტში, არამედ აბუ-დაბიში გაიმართა. ფეხბურთის უგვირგვინო მეფე ბოლოს სწორედ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო დასაქმებული, სადაც “ალ ფუჯაირას” მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.