კალათბურთი

10:49 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კელტებმა” “კლივლენდს” ისევ მოუგეს (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში “ბოსტონმა” შინ “კლივლენდს” 107:94 აჯობა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მასაჩუსეტელებმა 36:22 მოიგეს. ლებრონ ჯეიმსმა სამამგი დუბლი გაიფორმა 42 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა. ასევე კევინ ლავი ორგმაგი დუბლით გამოირჩა 22 ქულა და 15 მოხსნა. ამ ორი კალათბურთელსი გარდა “კლივლენდში” ღირებული არავის გაუკეთებია. “ბოსტონმა” კი გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. მინიმ 11 ქულა ექვსს კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო 23 ქულით ბრაუნი გახლდათ.

მომდევნო შეხვედრა ოჰაიოში 20 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

“ბოსტონი” – “კლივლენდი” 107:94 (23:27, 25:28, 36:22, 23:17) VIDEO

0.112705