ყოველგვარი ზედმეტი სიტყვათაცვეთის გარეშე, წარმოგიდგენთ 33 წლის დიდებულ ლამაზმანს - ანდრეა სერნა სალაზარს, რომელიც გახლავთ ცნობილი კოლუმბიელი მოდელი, ტელეწამყვანი, რეპორტიორი , დიასახლისი, რადიოს დიჯეი, სატელევიზიო პროდიუსერი და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების თილისმა.
რაღა დაგიმალოთ და ჩვენ კიდევ შეგვეძლო ამ ქარაშოტივით ქალის საქმიანობებისა და წოდებების ჩამოთვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ანდრეა სერნას წარმატების საიდუმლო მხოლოდ წოდებებში არ იმალება და ამ ტიტულმრავალი ქალის უკან ნამეტნავად მონდომებული, მრავლისმნახველი და გაცვეთილი ვინმე იმალება.
ანდრეა დაიბადა კოლუმბიის პატარა ქალაქ არანჟაზეში, გაიზარდა სანტიაგო დე-კალისში, ცხოვრობდა დედაქალაქ ბოგოტაში და დღეს ამერიკაში, ფლორიდაში ისე კოხტადაა წამოდრანგული იქაურ პლაჟებზე, კაცი იტყვის ჭიპი შეერთებულ შტატებში მოუჭრიაო. რაც მართალია მარათალია - მაგარი ქალია!