საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16-ფინალში დიდი სლემის 12-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. მატჩი 16 მაისს გაიმართება.
ნიკამ რომის მასტერსის 1/32-ფინალში იტალიელი ფილიპო ბალდი 6:4, 4:6, 6:4 დაამარცა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. პირველი სეტი მოგების შემდეგ მეორე პარტიაში ბასილაშვილი თითქოს მოეშვა და გადამწყვეტი მესამე სეტი დაინიშნა. ნიკამ 2:2-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ნიკოლოზმა ამ გამარჯვებით 45 სარეიტინგო ქულა და 32 000 ევრო გამოიმუშავა. რომის მასტერსის მთლიანი საპრიზო ფონდი 5.4 მილიონი ევროა.