ფეხბურთი

17:26 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინ იქნება "არსენალის" ახალი მწვრთნელი?

ვინ ჩაიბარებს ლონდონის “არსენალს”? – ჯერჯერობით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, არსენ ვენგერის ჩაანაცვლების ყველაზე დიდი შანსი ესპანელ მიკელ არტეტას აქვს, რომელიც “მეთოფეთა” ღირსებას ფეხბურთელობისას 5 წლის განმავლობაში იცავდა.

არტეტას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას თანაშემწეა. პეპი კი, არტეტას “არსენალში” გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის:

“თუ დარჩება, ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება მსოფლიოში, თუმცა თუ წასვლას გადაწყვეტს, მე რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვი, არ შემიძლია. ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის საუკეთესო მსურს და ეს მან იცის”, - განაცხადა გვარდიოლამ.

მიკელ არტეტას გარდა, “არსენალის” შესაძლო მთავარი მწრთნელად მასიმილიანო ალეგრი, კარლო ანჩელოტი, ლუის ენრიკე და უნაი ემერი განიხილებიან.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალი" არსენ ვენგერმა 22 წლის შემდეგ დატოვა.

0.116213