ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მუნდიალზე წამსვლელ ფეხბურთელთა ვინაობა რომ დაასახელა, გუშინაც გიამბეთ. 23-კაციან განაცხადში მოხვდა “კორინთიანსის” მეკარე კასიო.
30 წლის კიპერის სახლში, ტიტეს პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში მასთან ერთად ოჯახის წევრები უყურებდნენ და როდესაც კასიოს გვარი გაიგეს, ზეიმს მიეცნენ...
კასიო ბრაზილიის ნაკრებში მესამე მეკარედ განიხილება ალისონ ბეკერისა და ედერსონ მორაეშის შემდეგ. “სელესაოში” მის ანგარიშზე აქამდე ერთადერთი მატჩია.