სხვა

13:43 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი წაუგებელია, გაგამარუ - მოუგებელი

ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულისკენ დაუმარცხებლად მიიწევს. სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოზე ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო. დღეს მისი მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იყო.

სამი ტურის შემდეგ, "იმპერატორის თასისკენ” უდანაკარგოდ რვა სეკიტორი მიიწევს. მათ შორის იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ხვალ გასამართ მეოთხე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ორი მოგება აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ბალანსს, უპირატესობა ლევანის მხარესაა – 4:2.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით, მაისის ბაშოს სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა რანგით მეორე – ჯურიო ლიგაში მყოფი თეიმურაზ ჯუღელისთვის – გაგამარუდ წოდებულმა ქართველმა დღეს ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია.

0.117165