მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
25 წლის ფეხბურთელის თამაში გამოცემა Sports.ru-მ გამოარჩია:
“კვირკველია სეზონში მეორე ადგილზე გავიდა დაბლოკილი დარტყმებით (32). საუკეთესო იყო მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით (78%). ამასთან, ქართველი “ლოკომოტივის” “არსენალთან” გამარჯვების, ხოლო “რუბინთან” 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაეხმარა”, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიამ აწ დასრულებულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ნიშანდობლივია, რომ ის ერთადერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და თანაც შეუცვლელად. ბოლო ტურში, “არსენალთან” კი, როდესაც “ლოკო” უკვე ჩემპიონი იყო, ჩვენებურმა წითელი ბარათიც მიიღო.