საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ეგვიპტის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლისგანაც მუნდიალზე წასასვლელ 23 ფეხბურთელს შეარჩევს.
ეგვიპტელთა 29 კაციანი ნუსხა ახლა შემდეგნაირია:
მეკარეები: ესამ ელ-ჰადარი (ალ-ტავუნი), მოჰამედ ელ-შენავი, შერიფეკრამი (ორივე ალ აჰლი), მოჰამედ ავადი (ისმაილი)
მცველები: აჰმედ ფატჰი, საად სამირი, აიმან აშრაფი (ყველა ალ აჰლი), მაჰმუდ ჰამდი (ზამალეკი), მოჰამედ აბდელ-შაფი (ალ-ფათჰი, საუდის არაბეთი), აჰმედ ჰეგაცი, ალი გაბრი (ორივე ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), აჰმედ ალ-მუჰამადი (ასტონ ვილა, ინგლისი), კარიმ ჰაფეზი (ლანსი, საფრანგეთი), ომარ გაბერი (ლოს ანჟელესი, აშშ), ამრო ტარეკი (ორლანდო, აშშ)
ნახევარმცველები: ტარეკ ჰამედი, მაჰმუდ აბდელ აზიზი (ზამალეკი), შიკაბალა (ალ-რაედი, საუდის არაბეთი), სემ მორსი (უიგანი, ინგლისი), მოჰამედ ელ-ნენი (არსენალი, ინგლისი), კაჰრაბა (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), რამადან ზობჰი (სტოკ სიტი, ინგლისი), მაჰმუდ ტრეზეგე ჰასანი (კასიმპაშა, თურქეთი), ამირ ბარდა (ატრომიტოსი, საბერძნეთი)
თავდამსხმელები: მარვან მოჰსენი (ალ-აჰლი), აჰმედ გომაა (ალ-მასრი), აჰმედ ჰასან კოკა (ბრაგა, პორტუგალია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი), აბდელაჰ საიდი (კუპსი, ფინეთი)
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაის, რუსეთსა დ საუდის არაბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.