“მანჩესტერ სიტიმ” მეკარე ედერსონ მორაეშს კონტრაქტის გაუხანგრძლივა. როგორც “ქალაქელების” ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე განახლდა.
“ძალიან ბენდიერი ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბი კმაყოფილია ჩემი თამაშით და მენდობიან. იმედი მაქვს, ამ ნდობას გავამართლებ”, - აღნიშნა ედერსონმა.
ბრაზილიელი მეკარე “მანჩესტერ სიტიმ” 1 წლის წინ შეიძინა ლისაბონის “ბენფიკადან”. 35 მილიონ გირვანქა სტერლიგის სანაცვლოდ. პირველივე სეზონში ედერსონმა პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.