ფეხბურთი

16:42 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის მორიგი რეკორდი სერია A-ში

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მორიგი მიღწევით ჩაეწერა. ბუფონი სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სკუდეტო 9-ჯერ მოიგო.

40 წლის კიპერმა ჯუზეპე ფურინოს, ვირჯინიო როზეტასა და ჯოვანი ფერარის რეკორდი დაამხო, რომელთაც 8-ჯერ ჰქონდათ იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოპოვებული.

ჯანლუიჯი ბუფონმა სკუდეტო 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელმა 2005 და 2006 წლებშიც ირგუნა ოქროს მედალი, მაგრამ მოგვიანებით “იუვენტუსს” ეს ორი ტიტული ჩამოართვეს.

ვეტერან მეკარეს, რომელიც კარიერას სეზონის ბოლოს, 19 მაისს, “ვერონასთან” მატჩში ასრულებს, სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ პაოლო მალდინის ჩამორჩება. ბუფონის ანგარიშზე 639 თამაშია, ხოლო პაოლო 647-ჯერ გავიდა იტალიის ჩემპიონატში მოედანზე.

0.112361