კალათბურთი

1:36 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და გამარჯვება ბასკურ დერბში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 32-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”, რომელაც “ბილბაო” მისსავე მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 78:74. გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

“ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა თორნიკე შენგელია, თუმცა ქართველმა 25:48 წუთი მაინც ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 10 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით შეეწია.

ესპანელთა ქართველმა კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი, და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი არაზუსტად ისროლა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი მხოლოდ 6 შეადგინა.

“ბასკონია” რეგურალური სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 23 მოგებითა და 9 წაგებით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 19 მაისს, “ბურგოსს” უმასპინძლებენ.

0.121197