ფეხბურთი

18:40 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი შოუ: დუბლი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის პლეი-აუთის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია საბა ლობჟანიძის “რანდერსმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ჰელსინგორი” 2:1 დაამარცხა. ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული, ორი მატჩის ჯამში ქართველის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

უმნიშვნელოვნესი გამარჯვება “რანდერსმა” საბას გოლებით მოიპოვა. ლობჟანიძემ ანგრიში 52-ე წუთზე გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე უკვე დუბლი გაიფორმა და ხელმეორედ დააწინაურა თავისი გუნდი (2:1). ქართველმა შემტევმა 88 წუთი ითამაშა. ჩვენებურის ანგარიშზე 31 თამაშში 11 გოლია.

“რანდერსი” პლეი-ოფის ფინალშია, სადაც 17 მაისს, “ლიუნგბიუსთან” სტუმრად გამართავს (21 მაისს საკუთარ მოედანზე), რომელმაც მეორე წყვილში დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის “სილკებორგი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:1, 2:2).

სხვათა შორის, “სილკებორგი” დღეს საკუთარ მოედანზე 2:0 იგებდა, მაგრამ ორი უპასუხო გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელ ბარათს გამორჩა, ხოლო მათე ვაწაძეს არ უთამაშია. "სილკებორგს" 17 და 21 მაისს "ჰელსინგორთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

0.118604