არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში "ლევანტეს" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გადაწყვიტა სამხრეთამერიკელი დაესვენებინა.
"ლევანტესთან" შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს სამუელ უმტიტი, ხოლო სერხი რობერტოს დისკვალიფიკაცია აქვს. მესისთან ერთად დაისვენებს ალეშ ვიდალი.
ვალვერდეს გადაწყვეტილებით 37-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობის მიღების საშუალება შემდეგ ფეხბურთელებს ექნებათ: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ინიესტა, სუარესი, დემბელე, კოუტინიო, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინიე, ანდრე გომეში, მინა, ვერმალენი.
"ლევანტეს" და "ბარსელონას" დაპირისპირება თბილისის დროით დღეს, 22:45 საათზე დაიწყება.