ლა ლიგის 37-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს რვა შეხვედრა გაიმართა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, გასარკვევი მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელები იყვნენ და ბოლო ტურის წინ ესეც ცნობილი გახდა: “ბეტისთან” ერთად, გაისად რანგით მეორე ევროტურნირზე “ვილიარეალი” და “სევილია” ითამაშებენ.
“სევილია” “ბენიტო ვილამარინზე” უხვგოლიან მატჩში თანაქალაქელ “ბეტისს” დაუზავდა, ხოლო “ხეტაფე” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” დამარცხდა და “დალაქებს” 3 ქულით ჩამორჩა. ურთიერთშეხვედრებში კი, “სევილიას” უპირატესობა აქვს და შესაბამისად, კასტილიურმა კლუბმა ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა. “ვილიარეალმა” გასვლაზე გავარდნილი “დეპორტივო” დაამარცხა იოლად და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
მიმდინარე სეზონში უკანასკნელი საშინაო შეხვედრა ჩაატარა “რეალმა” და საკუთარ პუბლიკას მშვენიერი თამაშით გამოემშვიდობა. მადრიდული გრანდი “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სელტას” დაუხვდა და გალისიურ კლუბს 6 უპასუხო ბურთი გაუტანა. დუბლით გამოირჩა გარეთ ბეილი. ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ვალენსიამ”, რომელმაც ლუსიანო ვიეტოს გოლით სტუმრად “ხირონა” დაამარცხა.
“ალავესმა” ბასკურ დერბიში შინ “ბილბაოს” მოუგო, “ეიბარმა” ჩარლესის გოლით გავარდნილი “ლას პალმასი” დაამარცხა, ხოლო “სოსიედადმა” საკუთარ მოედანზე “ლეგანესს” სძლია.
სოსიედადი – ლეგანესი 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (18), 2:0 კანალესი (25), 2:1 დ.რიკო (26), 2:2 გერერო (53), 3:2 ვილიან ჟოზე (78 პენ.)
ალავესი – ბილბაო 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 გუიდეტი (43), 2:0 ელ ჰადადი (60), 3:0 იბაი (77), 3:1 მუნიაინი (79)
ბეტისი – სევილია 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ბარტრა (5), 1:1 ბენ იედერი (57), 1:2 კიაერი (79), 2:2 ლორენი (81)
დეპორტივო – ვილიარეალი 2:4 (0:3)
გოლები: 0:1, 0:3 კასტილიეხო (2; 45), 0:2 ტრიგეროსი (31), 1:3, 2:3 ბორხა (58; 88), 2:4 ჩერიშევი (92)
ეიბარი – ლას პალმასი 1:0 (1:0)
გოლი: ჩარლესი (5)
ხეტაფე – ატლეტიკო 0:1 (0:1)
გოლი: კოკე (8)
77-ე წუთზე ფაჟრმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ხირონა – ვალენსია 0:1 (0:0)
გოლი: ვიეტო (61)
რეალი – სელტა 6:0 (3:0)
გოლები: 1:0, 2:0 ბეილი (13; 30), 3:0 ისკო (32), 4:0 ჰაკიმი (52), 5:0 ს.გომესი (74 ს.კ.), 6:0 კროოსი (81)