"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ შტოგერმა "ჰოფენჰაიმთან" წაგებული (1:3) ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ბოლო მატჩი იყო და გუნდს დატოვებს. "ბორუსიამ" აწ უკვე დასრულებულ გერმანიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.
Sky Sports-ი კი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი "ნიცას" დამრიგებელი ლუსიენ ფავრი იქნება.