ჩოგბურთი

21:46 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. 26 წლის ჩოგბურთელმა ნახევარფინალში რუმინელი მარიუ კოპილი 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.

ძირითად ბადეში მოსახვედრად ATP-ის რეიტინგში 77-ე პოზიციაზე მყოფი ბასილაშვილი ფრანგ ჟულიენ ბენეტოს (60) დაუპირისპირდება. აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს ATP-ის ტურნირზე ერთხელ, ანტვერპენში შეხვდნენ და ბასილაშვილმა პირველი წაგებული სეტის (4:6) შემდეგ ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა. ფრანგის და ქართველის დაპირისპირება 13 მაისს გაიმართება, მატჩის დაწყების ზუსტი დრო კი ჯერჯერობით უცნობია.

0.124144