ფეხბურთი

20:00 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგი" ბუნდესლიგას დაემშვიდობა, "ჰოფენჰაიმი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

"ჰამბურგმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის დატოვება. ბუნდესლიგის 34-ე ტურში აღნიშნულმა გუნდმა "გლადბახი" 2:1 დაამარცხა, 31 ქულა დააგროვა და საბოლოოდ ბოლოსწინა, მე-17 ადგილს დასჯერდა. მე-16 ადგილზე გავიდა "ვოლფსბურგი", რომელიც მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს ფლეი-ოფში შეხვდება და ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

რაც შეეხება ცხრილის სათავეს, "ბაიერნი" რამდენიმე ტურით ადრე გახდა ჩემპიონი და ამ გუნდის გარდა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეადგილოსანი "შალკე", მესამე პოზიციაზე გასული "ჰოფენჰაიმი" და სამეულს მიღმა დარჩენილი "დორტმუნდი" ითამაშებენ. მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე "ლევერკუზენი" ჯგუფური ეტაპიდან იასპარეზებს, ხოლო "ლაიპციგს" ამავე ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევა მართებს.

0.103843