ფეხბურთი

15:55 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდში 35 ფეხბურთელს უხმო. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, რომელიც 23 კაცამდე შემცირდება.

თუმცა, იქამდე, ნავალკა ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებში დააკვირდება, ხოლო საბოლოო შემადგენლობა 4 ივნისამდე უნდა გააცხადოს.

მეკარეები: ბარტოშ ბიაკოვსკი (“იფსვიჩ თაუნი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, უელსი), ლუკაშ სკორუპსკი (“რომა”, იტალია), ვოიცეხ შჩესნი (“იუვენტუსი”, იტალია)

მცველები: იან ბედნარეკი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ბარტოშ ბერეჟინსკი (“სამპდორია”, იტალია), ტაიგო ჩიონეკი (“სპალი”, იტალია), კამილ გლიკი (“მონაკო”, საფრანგეთი), არტურ იედრეიშიკი (“ლეგია”), მარჩინ კამინსკი (“შტუტგარტი”, გერმანია), ტომაშ კედზიორა (“დინამო”, უკრაინა), მიხალ პაზდანი (“ლეგია”), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია)

ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკიკოვსკი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), პაველ დავიდოვიში (“პალერმო”, იტალია), პრემისლავ ფრანკოვსკი (“იაგელონია”), იაცეკ გორალსკი (“ლუდოგორეცი”, ბულგარეთი), კამილ გროსიცკი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), დამიან კადზიორი (“გორნიკი”), კარლო ლინერი (“სამპდორია”, იტალია), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), რაფალ კურზავა (“გორნიკი”), მაცეი მაკუშევსკი (“ლეხი”), კრჟიშტოფ მაჩინსკი (“ლეგია”), სლავომირ პეშკო (“ლეხია”), მაჩეი რიბუსი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), სებასტიან შიმანსკი (“ლეგია”), პიოტრ ჟიელინსკი (“ნაპოლი”, იტალია), შიმონ ზურკოვსკი (“გორნიკი”)

თავდამსხმელები: დავიდ კოვნაცკი (“სამპდორია”, იტალია), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“ნაპოლი”, იტალია), კჟიშტოფ პიატეკი (“კრაკოვია”), ლუკაშ ტეოდორშიკი (“ანდერლეხტი”, ბელგია), კამილ ვილჩეკი (“ბრონდბიუ” დანია)

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფში სენეგალის, კოლუმბიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.124252