ფეხბურთი

0:10 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სამხრეთ აფრიკაში ითამაშებს

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის გამარჯვებული “ბარსელონა” სამხრეთ აფრიკაში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

“ბლაუგრანა” 16 მაისს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონს “მამელოდი სანდაუნსს” იოჰანესბურგში დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ნელსონ მანდელას დაბადებიდან 100 წლის თარიღს ეძღვნება, რომლის საუკუნოვანი იუბილეც 18 ივლისს არის.

როგორც მოგეხსენებათ, მანდელა ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი გახლდათ, ხოლო 1994-1999 წლებში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახლდათ. ის 2013 წელს იოჰანესბურგში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, “ბარსელონა” სამხრეთ აფრიკას მეორედ ესტუმრება. კატალონიურმა გრანდმა 2007 წელს პრეტორიაში იმავე კლუბი 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი 13 და 20 მაისს ლა ლიგაში ითამაშებს.

0.114619