ფეხბურთი

18:42 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობენი და რაფინია "ბაიერნში" რჩებიან

მიუნხენის “ბაიერნმა” კონტრაქტი ორ ფეხბურთელს, არიენ რობენსა და რაფინიას გაუხანგრძლივა. “რეკორდმაისტერის” ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელ და ჰოლანდიელ მოთამაშეებთან ხელშეკრულება 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

არიენ რობენი “ალიანც არენაზე” 2009 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

რაფინია კი მიუნხენელებს 2011 წელს შეუერთდა და წელს 38 თამაშში ერთხელ გამოიჩინა თავი და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, “ბაიერნმა” კონტრაქტი კიდევ ერთ ვეტერანს, ფრანკ რიბერის გაუხანგრძლივა.

0.113071