ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო ახალგაზრდა თანამემამულე და კოლეგას, გაბრიელ ჟესუსს რჩევას აძლევს. რომარიოს თქმით, “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სექსით ხშირად უნდა დაკავდეს.
“მას უნდა ჰქონდეს ბევრი სექსი. ჩემი რჩევა ესაა, რომ ისარგებლოს ყველა თავისუფალი დღით. თუმცა, მატჩის დღეს კონცენტრირებული მთლიანად თამაშზე უნდა იყოს. მჯერა, რომ გაბრიელ ჟესუსს კარგად ესმის, რას ნიშნავს “სელესაო”, - განუცხადა რომარიომ O Baixinho-ს.
შეგახსენებთ, რომარიო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.