ფეხბურთი

12:59 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "დონარუმას ბედს კლუბი გადაწყვეტს"

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ “როსონერის” კიპერზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ახალგაზრდა კარის დარაჯის ბედს კლუბი გადაწყვეტს.

“ამ ეტაპზე დონარუმა “მილანის” მეკარეა, სხვა საკითხები კი ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთ. მე ვარ მწვრთნელი და ჩემი მოვალეობა ფეხბურთელების მომზადებაა. მჯერა, რომ ჯიჯი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება, თუმცა რა მოხდება მომავალში, ამას კლუბი გადაწყვეტს”, - განუცხადა გატუზომ Football Italia-ს.

აქვე გეტყვით, რომ დონარუმას თვალი ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” დაადგა. პარიზული კლუბი მზად არის ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

0.144476