ვაკო გვილია დამდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. “ლუცერნმა” შვეიცარიის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მესამე ადგილი, ბრინჯაოს მედლები და ევროპა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.
გვილიამ და მისმა თანაგუნდელებმა 34-ე ტურში უშუალო კონკურენტი “სენტ გალენი” მისსავე მოედანზე დაამარცხეს – 3:2. ვაკომ 90 წუთი ითამაშა და მატჩის მიწურულს გააფრთხილეს.
“ლუცერნს” 34 თამაშში 52 ქულა აქვს მის უკან მყოფ “ციურიხს” 7 ქულით უსწრებს, შესაბამისად, მესამე ადგილი გარანტირებული აქვს. ჩვენებური შვეიცარიულ კლუბს იანვარში შეუერთდა და ჩინებულად მოერგო. 10 მატჩში 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.