ფეხბურთი

0:00 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგოს “ვალენსიაში” დარჩენა სურს

“ვალენსიას” თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა არ სურს.

ბრაზილიაში დაბადებულმა შემტევმა კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 37 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. მისი შეძენით რამდენიმე ძლიერი კლუბი დაინტერესდა, თუმცა 27 წლის ფორვარდის თქმით, მისი სამომავლო გეგმები “ვალენსიას” უკავშირდება.

“მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა ჩემი სამომავლო გეგმა “ვალენსიაში” კარიერის გაგრძელებაა. ჩვენ ფანტასტიკური სეზონი გვქონდა, მივაღწიეთ იმაზე მეტს, ვიდრე თავდაპირველად ველოდით და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ”, - ციტირებს როდრიგოს სიტყვებს ესპანური მარკა.

როდრიგომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისაუბრა: “მე ძალიან კარგი სეზონი მქონდა, ნაკრებშიც კარგად ვითამაშე, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არაა ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე”, - განაცხადა მორენომ.

“ღამურების” შემტევს ესპანეთის ნაკრების მაისური 4-ჯერ აქვს მორგებული და 2 გოლი გაიტანა.

0.152684