ფეხბურთი

20:00 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე მატიჩს: "მეზიზღები"

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა. აფრიკელი ფეხბურთელისთვის ასეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” შუახაზელი ნემანია მატიჩი აღმოჩნდა.

“მძულს ის ნაძირალა! მასთან თამაში რთულია, რადგან ძლიერი და მაღალია”, - თქვა მომღიმარი სახით ტურემ, რომელიც აგრძელებს:

“ადვილი არაა მეტოქის პოვნა, რომელიც შემაჩერებს, მაგრამ მატიჩი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც პრობლემები შემიქმნა. მან იცის, როგორ იბრძოლოს და ეს შესანიშნავია”.

ტურემ კომენტარი “მანჩესტერ სიტიდან” წასვლის თაობაზეც გააკეთა:

“ყველამ იცის, რომ მიყვარს აგუერო, ასევე დავიდ სილვა და კაპიტანი კომპანი. დამაკლდებიან ჩემი პატარები სტერლინგი და სანე. ისინი ჩემს შვილებს ჰგვანან”, - განაცხადა ტურემ.

შეგახსენებთ, იაია ტურე “მანჩესტერ სიტიში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას კოტ დივუარელი ფეხბურთელი.

0.130469