ფეხბურთი

19:30 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი: "ლევანდოვსკიმ ჰაინკესს პატივი უნდა სცეს"

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჟერომ ბოატენგი რობერტ ლევანდოვსკისა და იუპ ჰაინკესის ინციდენტს გამოეხმაურა და მთავარი მწვრთნელის მხარე დაიჭირა.

გერმანელი ფეხბურთელის განმარტებით, ლევანდოვსკის ჰაინკესის გადაწყვეტილების პატივისცემა მართებდა:

“იუპ ჰაინკესი ჩვენი ლიდერია. როგორც ადრე ვთქვი, ყველა ფეხბურთელი ემოციურია და ალბათ, ლევანდოვსკისაც სურდა მეტი გოლის გატანა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა გადაწყვიტა მისი შეცვლა და ის პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებებზე. ლევანდოვსკის მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა”, - განაცხადა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ ტურში “კიოლნთან” მატჩის მიწურულს ჰაინკესმა ლევანდოვსკი შეცვალა, რამაც პოლონელი ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია.

0.112534