ფეხბურთი

15:10 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქვის კედელი - სოლომონ კვირკველია

მოსკოვის “ლოკომოტივის” 14-წლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონობა რუსული სპორტული მედიის მთავარი თემაა. სასიხარულოა, რომ აღნიშნულ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა “რკინიგზელთა” ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ, რომელსაც ადგილობრივი მედია არაერთ წერილს უძღვნის.

ამჯერად, Sports.ru-ს ბლოგერი მაქსიმ ალექსანდროვი 25 წლის ჩვენებურს ვრცელ სტატიას უძღვნის და შემდეგნაირად ასათაურებს – ქვის კედელი.

ზემოხსენებულ სტატიას კი, სრულად გთავაზობთ:

ნათელია – გამარჯვება ან დამარცხება, ჩემპიონობა ან წარუმატებლობა, ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა, თუმცა ეს არაა იზოლირებული ფეხბურთი და არსებობენ გმირები. უმეტესად თავდამსხმელები, რადგან მათ გოლები გააქვთ და საბოლოო გამარჯვება ამ გოლების ხარჯზე მოდის. მაგრამ, ამ ყველაფრის უკან დგას მეკარე, დგანან მცველები, რომლებზეც სამწუხაროდ, ხშირად ძალიან ცოტას საუბრობენ.

ჩემპიონ “ლოკომოტივის” შემთხვევა სხვაგავრია. ამისთვის სამი მიზეზი არსებობს: პირველი - გუნდი, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული მთელ ჩემპიონატში (19 გოლი). მეორე - 16 მშრალი მატჩი (29 თამაშიდან), და მესამე – იური სიომინის ფეხბურთი არაა დაფუძნებული შეტევაზე. მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულებულია დაცვის ხაზის წყალობით, რაც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საბოლოო შედეგს.

თუ მკითხვათ კონკრეტულ სახელს, გიპასუხებთ – საბა კვირკველია!

დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ მცველზე, რომელმაც ბოლო წელიწადნახევარში საოცარი პროგრესი განიცადა. ზამთარში დაინტერესება იყო ინგლისური გუნდებიდან და ეს ინტერესი ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში გახლდათ, მაგრამ ქართველმა “ლომოტივი” აირჩია და არც შემცდარა!

თუ პორტალ Whoscored-ის ციფრებს ავიღებთ, კვირკველია არამარტო “ლომოტივის” დაცვის ხაზის ლიდერი, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მახსოვს, როდესაც ჩვენი ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა, ვფიქრობდი, დავბრმავდი, საიტმა აურია, მაგრამ, არა, ყველაფერი სინამდვილე იყო!

მაშ ასე, საბა პირველია საკუთარი საჯარიმოდან გამოტანი ბურთების რაოდენობით (223), მეორე დაბლოკილი შეტევებით (29), მეოთხე მოგებული ორთაბრძოლებით (69). ამასთან, თამაშის წესები მხოლოდ 20-ჯერ დაარღვია, რაც ადასტურებს მის ჭკვიანურ სათამაშო სტილს.

დიახ, საბა დანამდვილებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ სეზონში, მაგრამ არსებობს ერთი კითხვა: რა მოხდება შემდეგ? ვფიქრობ, დამდეგი ჩემპიონატი არ იქნება ადვილი. თუ ზამთარში იყო ინტერესი, ახლა უკვე ზაფხული მოდის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაზაფხულზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბოლოო შედეგში, რომელიც როგორც ვიცით ოქროს მედალი გამოდგა.

0.118477