ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ მადრიდის მასტერსზე იტალიელი პაოლო ლორენცი 7:5, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მე-500 შეხვედრა მოიგო. აქამდე 500 შეხვედრა ხუთ ესპანელ ჩოგბურთელს ჰქონდა მოგებული.
რაფაელ ნადალი (889), დავიდ ფერერი (725), მანუელ ორანტესი (641), კარლოს მოია (575), ტომი რობრედო (533).