ფეხბურთი

11:55 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია ბუნდესლიგის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და ვენის “რაპიდის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ავსტრიის ბუნდესლიგის XXXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ჩვენებურის თამაში ავსტრიულმა Sky-მ გამოარჩია, რომელიც წერს:

“რამხოლოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, არამედ ლიდერობდა ვარდნების რაოდენობითაც – 25. მასზე უკეთესი შედეგი მთლიანად ტურში მხოლოდ პეტერ ზულის ჰქონდა (28 ვარდნა)”, - წერს გამოცემა.

გიორგი გასულ უიქ-ენდზე “ლასკ ლინცთან” შეძლო გოლის გატანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგებაში დაეხმარა.

ქვილითაია მიმდინარე სეზონში 13 გოლით (10 ბუნდესლიგაში, 3 თასზე) “რაპიდის” საუკეთესო ბომბარდირია.

0.144015