კალათბურთი

11:30 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” და “ჰიუსტონი” ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან (+VIDEO)

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს “ჰიუსტონ როკეტსი” და “გოლდენ სტეიტი” შეხვდებიან.

“ჰიუსტონმა” შინ “იუტა” 112:102 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო VIDEO. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 37:24 მოიგეს. სასწაული შეხვედრა ჩაატარა კრის პოლმა, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა შესძინა, ასეთი შედეგის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ პოლს არც ერთი დაკარგვა არ ჰქონდა, რაც ნბა-ს ისტორიაში სუკეთესო შედეგია. “იუტაში” მიტჩელი 24 ქულით და 9 პასით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტმა” “ნიუ ორლეანი” 113:104 დაამარცხა VIDEO. “მეომრებმა” სერია 4:1 მოიგეს. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “გოლდენ სტეიტმა” 36:19 მოიგო. ენტონი დევისმა გუნდს 34 ქულა, 19 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი შესძინა. კარის 28 ქულა ჰქონდა, დურანტს – 24, ტომპსონს – 23, გრინს – 19 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი. სამწუხაროდ სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია არ ათამაშა.

“ჰიუსტონი” “გოლდენ სტეიტის” ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

0.113481