ინგლისის პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დარენ მური დასახელდა. “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” თავკაცმა გასულ თვეში ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, სემ ელერდაისი და როი ჰოჯსონი არიან.
აპრილში “ვესტ ბრომვიჩმა” მურის თავკაცობით 4 მატჩი ჩაატარა და 8 ქულა მოიპოვა. “მანჩესტერი” და “ნიუკასლი” (1:0) დაამარცხა, ხოლო “ლივერპულთან” (2:2) და “სუონსისთან” (1:1) ფრე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კარგი სერიისა, მური და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” პრემიერლიგას დაემშვიდობნენ.