36 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა ფელისიანო ლოპესმა მადრიდის მასტერსის პირველი წრე წარმატებით გაიარა. ლოპესი კარიერაში 130-ე მასტერსის ტურნირზე თამაშობს, რითაც ლეგენდარულ როჯერ ფედერერს (129) გადაასწრო.
ამ მაჩვენებლით მესამე-მეოთხე ადგილს დავიდ ფერერი (119) და ტომაშ ბერდიხი იკავებენ. რაფაელ ნადალს კი მასტერსის 110 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული.